თამთა მიქელაძე - შიში და რისკი, რომ აფგან სადიგოვი გახდეს პოლიტიკური პატიმარი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ცხადია, არსებობს

ავტორი
Front News საქართველო
შიში და რისკი, რომ მას შეიძლება რამდენიმე კვირაში, ან თვეში სრულიად ახალი ბრალდება წარუდგინონ და ამ ავტოკრატიულ სისტემაში ის გახდეს პოლიტიკური პატიმარი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ცხადია, არსებობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ღია უსამართლობის მაგალითია ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულმა სახელმწიფომ დაარღვია.
"ის თავს ფიზიკურად ნორმალურად გრძნობს. სადიგოვი იხსენებს, რომ მის სახლში ქართული პოლიციის მისვლა საკმაოდ აგრესიული იყო, მან თქვა - აღქმა მქონდა, თითქოს, ტერორისტს იჭერდნენო. მივარდნენ, აგრესიულად დააკავეს.
ღია უსამართლობის მაგალითი იყო, როცა დაინახა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართული სახელმწიფო არღვევდა. შემდეგ მას უკვე აზერბაიჯანელი პირები დახვდნენ.
შიში და რისკი, რომ მას შეიძლება რამდენიმე კვირაში, ან თვეში სრულიად ახალი ბრალდება წარუდგინონ და ამ ავტოკრატიულ სისტემაში ის გახდეს პოლიტიკური პატიმარი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ცხადია, არსებობს", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 4 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც ცნობილია, ის ბაქოში ნათესავთან იმყოფება.
თაგები:
თამთა მიქელაძე




