Logo

თანასოფლელი მამაკაცის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალი
45
Frontnews
თანასოფლელი მამაკაცის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს და ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები