ტაქსის მძღოლები თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ


ავტორი
Front News საქართველო
ტაქსის მძღოლები თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.
დაგეგმილია, რომ 14:00 საათზე მანქანები რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით დაიძვრება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ფორმით თბილისის მერიას და ტაქსის კომპანიებს მოუწოდებენ, დაარეგულირონ ტარიფები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები.
ტაქსის მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ქალაქის პარალიზებაც გახდეს საჭირო.
“გავიფიცეთ მძღოლები, გვაქვს ფართომასშტაბიანი აქცია აეროპორტში. ფაქტობრივად, აეროპორტში “ბოლტი” და “ბოლტის” აპლიკაციას პარალიზება გავუკეთეთ. ფასები გაუთანაბრდა 18 ლარს ქალაქიდან აეროპორტში გამოსასვლელად, ფაქტობრივად, 6 დოლარი. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც აეროპორტში მგზავრის წაყვანა 6 დოლარი ღირს. სახელმწიფომ გვიშუამდგომლოს და “ბოლტის” ადმინისტრაციას შეგვახვედროს, გაითვალისწინოს მოთხოვნები”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა