
ავტორი
Front News საქართველო
წლების მანძილზე, გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს ჩამოწვა მეწყერი და იქ მოყვა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად წინ მივდივართ, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცას აწყობდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და დაფარულიყო სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული.
"12 წლის შემდეგ ფაქტების აღდგენა არის რთული, თუმცა, მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ გამოძიება ეფექტურად იმუშავებს, საზოგადოების დახმარებით ყველანი შევძლებთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემას.
წლების მანძილზე, გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს ჩამოწვა მეწყერი და იქ მოყვა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად წინ მივდივართ, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და დაფარულიყო სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თაგები:
ტარიელ კაკაბაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს