Logo

ტარიელ მიქაცაძე - ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე

რეგიონები
1167
Frontnews
ტარიელ მიქაცაძე - ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე

ვინც დასაქმებულები არიან მაღაროებსა თუ სხვადასხვა საწარმოებში, სთხოვენ, რომ მინიმუმ, გააორმაგონ სამუშაო პროცესი, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე.

"რამდენიმე თვეში მუშა პროცესი შეწყდება, იმ ადამიანებს, ვინც დასაქმებულები არიან მაღაროებსა თუ სხვადასხვა საწარმოებში, სთხოვენ, რომ მინიმუმ, გააორმაგონ სამუშაო პროცესი. 

ღია კარიერულ მოპოვებებს ყველგან და ყველანაირად აუნთეს მწვანე, ანუ, ექსკავატორი და სატვირთო მანქანა - მეტი არაფერი სჭირდებათ. ვეღარავინ და აღარავინ არის მათი გამკონტროლებელი, რა რაოდენობა უნდა ამოიღოს წლის განმავლობაში, გარეცხოს და ჩააბაროს", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დრომდე 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები