Logo

ტარიელ მიქაცაძე – ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღეა, შიმშილობს, გახდა შეუძლოდ და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

საზოგადოება
2 დღის წინ / 15:09
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღეა, შიმშილობს, გახდა შეუძლოდ და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული მაღაროელების ბრალდებაზე გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ დაზარალებულის მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობითაა.

“დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღეა, შიმშილობს, გახდა შეუძლოდ და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ყოველდღიურად თავს გვესხმიან. მქონდა ინფორმაცია, რომ კოროხნალის ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას, მოვბილიზდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი სამხარეო პოლიცია, ჩვენზე სამჯერ მეტი იყვნენ. იყო შეხლა-შემოხლა, შესვლას ცდილობდნენ, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას და მაინც შეანგრიეს ჭიშკარი და ჩართეს განიავების ვენტილატორი შუქრუთისა და კოროხნარის მაღაროებში.

დაკავებას რაც შეეხება, ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, მათი ნაწილი საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ ტერიტორიაზე. მხოლოდ დაზარალებულის მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობითაა ის ბრალდება, რაც “რუსთავი 2”-მა, “იმედმა” და “პოსტივიმ” გაავრცელეს. ამას სჭირდება მტკიცებულება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უსამართლობა ვერ იზეიმებს.

მინდა გთხოვოთ, ხვალ, აქციაზე ყველამ დაგვიჭიროთ მხარი”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურელი მაღაროელები ორ თვეზე მეტია, საპროტესტო აქციებს მართავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები