
ავტორი
Front News საქართველო
“რაც საქართველოს მოსახლეობამ, რუსული კანონი უკან დაგაბრუნებინათ, დაკარგეთ ყოველგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნება. არგუმენტის გარეშე თავს ესხმით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ცდილობთ დააშინოთ მოსახლეობა, მაგრამ ეს არ გამოგივათ. საქართველოში მცხოვრები უმცირესობები, ღირსეულად დაგახვედრებთ პასუხს ყველა პლატფორმაზე“, – ამის შესახებ დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს აქცენტები უმცირესობებზე გადაიტანოს, რისი თვალსაჩინო მაგალითია ახალგაზრდა აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი.
“თქვენ ცდილობთ მისი გარეგნობის, განსხვავებული აზროვნების გამო ააგოთ ბინძური პოლიტიკა და მოსახლეობაში მის მიმართ ნეგატიური აზრი შექმნათ. ცდილობთ ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებით პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა ეს არ გამოგივათ. საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამ ქვეყნის ღირსეული მომავალია და არ მოგცემთ შანსს ჩაახშოთ მათი ხმა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო საქართველოს უმცირესობების ხმა, რომელსაც ვერანაირი ბინძური კამპანია ვერ ჩაახშობს, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ისტორიის სწორ მხარეს დგომა და სიმართლისთვის, მომავლისა და დასავლური პერსპექტივისთვის ერთგულება“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს