ტარიელ ნაკაიძე – დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“, რომელიც დადებით წვლილს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ავტორი
Front News საქართველო
“19 ნოემბერს დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“. ვფიქრობთ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და პოლარიზაციის პირობებში, კიდევ ერთ ახალი პროდასავლური პარტია გარკვეულ დადებით წვლილს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალ პოლიტიკური მოძრაობაში წარმოდგენილი არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და მისი მთავარი მიზანია წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.
“რეგიონები საქართველოსთვის“ იქნება ყველა ხმაწართმეული სოციალური პრობლემისა და წუხილის დღის წესრიგში ამსახველი პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ყველა წევრს მტკიცედ სჯერა სამართლიანი, თანასწორი და სოლიდური საზოგადოების მნიშვნელობის“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე




