
ავტორი
Front News საქართველო
სხვა გზა არ დაგვრჩენია და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ევროპული საქართველოს მომავალი. ვერ ვხედავ აზრს, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ არ გადალახონ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ დაფიქრება და ამ ნაბიჯის სწორად გადადგმა ღირს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პლენარულ სხდომაზე.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას.
“ვფიქრობ, რომ ქართული ქარტია არის ოპოზიციური ნაწილისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ევროპული მომავალი. წინ დიდი ბრძოლა გველოდება და უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს