
ავტორი
Front News საქართველო
“ერთ წელზე მეტია, ბათუმი-ხელვაჩაურის მონაკვეთზე გზა კეთდება ორ ხიდზე, რომელიც ჯამში 10 მეტრია. უკვე ერთი კვირაა, ეს გზა დაკეტილია და პარალიზებულია მაგისტრალი, რომელიც აერთებს ქედას, შუახევს, ხულოს და ხელვაჩაურს.
წარმოუდგენელია ისეთი მუშაობა, რომელიც ხელს უშლის გადაადგილებას. ადგილობრივი ხელისუფლება და ის კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს აწარმოებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს. მინდა ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ 2023 წელს ბათუმი-ზარზმის მონაკვეთზე გზის მშენებლობა დასრულდებოდა.
“ეს გზა სულ 47 კმ-ია. უკვე ათ წელზე მეტია, ეს მონაკვეთი კეთდება და პრაქტიკულად გაკეთებული არაფერია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ამ გზის მშენებლობა დასრულდეს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს