თათია ნიკოლაშვილი - არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ დაუხრით რეჟიმს თავს


ავტორი
Front News საქართველო
"გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა პატრიოტობის, ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს - თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ დაუხრით რეჟიმს თავს“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
"გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა, რომლებიც დააკავეს, პატრიოტობის და ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე რამდენ ადამიანს დაიჭერენ, თუ დამიჭერენ მე, დარწმუნებული ვარ ის ასი ათასობით ადამიანი გუშინ რომელიც გამოვიდა ქუჩაში, არ გაჩერდება, ასე გაგრძელება უბრალოდ არის წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ ქართველი ერი, რომელსაც აქვს ხუთჯვრიანი დროშა, შეეგუოს ამ რუსულ რეჟიმს.
ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბატონი ბერიძე. ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდე და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს და თუ ვინმე ამაზე ხმამაღლა საუბრობს, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა გაჩერდეს, ეს ადამიანები გუშინ თავგანწირვით იბრძოდნენ, თავისი მაქსიმუმი - თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ დაუხრით რეჟიმს თავს“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
თაგები:
თათია ნიკოლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს