თათია ნიკოლაშვილი - დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღე, ეს არის გამარჯვების დღე, რომელიც ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში


ავტორი
Front News საქართველო
დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღე, ეს არის გამარჯვების დღე, რომელიც ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ლევან ხაბეიშვილის სიტყვები იყო, რომ თუ ერთ კაცს შეუძლია რევოლუციის მოხდენა, შეუძლია ეს საქართველოს მოქალაქეს და დაიჯერეთ, რომ დღეს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამიტომ მოდით, ყველას გელოდებით 4 საათზე რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
"დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღეს, დღეს არის გამარჯვების დღე, რომელიც აუცილებლად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, შესაბამისად მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ ამ დღეს, რადგან დაიწერება ისტორია, რომლის მონაწილეობითაც ამაყი იქნებით. ამ დღის იმედის ჩასახვა დაიწყო მაშინ, როდესაც „რუსთაველის გამზირი“ პაატა ბურჭულაძის ინიციატივა იყო ეს თავიდან და ლევან ხაბეიშვილი შეუერთდა ამ ბრძოლას, რომლის გამოც დაატყვევა ივანიშვილმა, სიტყვის გამო დაატყვევა პირველად საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და მისი სიტყვები იყო, რომ თუ ერთ კაცს შეუძლია რევოლუციის მოხდენა, შეუძლია ეს საქართველოს მოქალაქეს და დაიჯერეთ, რომ დღეს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამიტომ მოდით, ყველას გელოდებით 4 საათზე რუსთაველის გამზირზე.
მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ნუ შეეშინდებათ, რადგან მათი ძალა გადის 500 ადამიანზე, რომლებიც არიან გარეწრები, დანარჩენი ჩვენს მოქმედებას ელოდებიან. შესაბამისად, 500 ადამიანი ვერ მოერევა ასი ათასობით ადამიანს და ასევე იგორ ნარმანიაზე მინდა ვთქვა, ეს გარეწრები გუშინ იგორ ნარმანიას დაესხნენ თავს და 15 წლის ბავშვზე იძალადე, ამიტომ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია და რაც იყო ნათქვამი, ეს აუცილებლად ასე იქნება - მშვიდობიან დამხობას და მშვიდობიან რევოლუციის მიიღებს ეს რეჟიმი“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
თაგები:
თათია ნიკოლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს