თათია ნიკოლაშვილი - დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსული რეჟიმი დავამხოთ მშვიდობიანად


ავტორი
Front News საქართველო
“მე, ლევან ხაბეიშვილის მოადგილე და პარტიის წევრები ვიმეორებთ: ყველა გდდ-ს თანამშრომელს, რომელიც კანონს არ დაარღვევს, ერგება 200 000 დოლარი. დიახ, 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას. ლევან ხაბეიშვილის სათქმელი ხალხისთვის ერთია: მისი თავგანწირვა ბოლომდე მივიყვანოთ და 4 ოქტომბერს, 16:00-ზე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
“გუშინ ჟანდარმერიის თანამშრომლებმა დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი მუხლი, რაც ლევან ხაბეიშვილს აქვს წარდგენილი, გარდა იმისა, რომ მთლიანად საქმე არის შეთითხნილი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და არანაირი კონკრეტული მოწმე, გარდა თურმე იმ სამი შეურაცხყოფილი გდდ-ს თანამშრომლისა, რომლებმაც იტირეს თურმე ხელი კინაღამ წაგვიცდაო იმ 200 ათას დოლარზეო, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა შემოგვთავაზაო და გვიშველეთ რამეო. გარდა ამისა, სუსის ოჯახმა გაასამართლა და დააპატიმრა ლევან ხაბეიშვილი. მოსამართლე, რომელმაც გუშინ მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა ლევან ხაბეიშვილს, ჰყავს მეუღლე, რომელიც არის სუსის თანამშრომელი და გასაჯაროვდა ამის კონკრეტული ფაქტები.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 200 ათასი დოლარი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა შესთავაზა გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებიც არ აღმართავენ ხელს მშვიდობიან მოქალაქეებზე, თვალში არ დაუმიზნებენ ტყვიას, არ გაუერთიანებენ თავ-ყბას და თავის ქალას არ ახდიან როგორც მას პირადად გაუსწორდნენ რამდენიმე თვის წინ, ამ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ დაარღვევენ, მიიღებენ ჯილდოს 200 ათას დოლარს. ჩვენ, ამ პარტიის წარმომადგენლები ვიმეორებთ იდენტურად იმავე რამეს და ვიმეორებ მე პირადად, ლევან ხაბეიშვილის მოადგილე ახლა ამას, რომ დიახ, 200 ათას დოლარს მიიღებს გდდ-ს ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით დადგებიან და არ დაარღვევს კანონს. ასევე, ლევან ხაბეიშვილი რის წინააღმდეგაც 13 წელია, იბრძვის და ეს არის რუსული პროპაგანდა, როდესაც ადამიანს აბრალებ იმას, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის.
ასევე, ლევან ხაბეიშვილს ეუბნებიან, რომ თურმე ის აპირებდა მშვიდობიანად დაემხო რეჟიმი და ვიმეორებ მეც, ჩემი თანაგუნდელებიც და ასევე ბევრი ადამიანიც, რომ დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსული რეჟიმი დავამხოთ მშვიდობიანად. დიახ, ვაპირებთ ჩვენ, რომ მოვაწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია და ლევან ხაბეიშვილი ამბობდა ამას, რომ მშვიდობიანად გავაკეთებთ ამ ყველაფერს.
ლევან ხაბეიშვილის ერთადერთი სათქმელი ახლა ხალხისთვის არის ერთი რამე, რომ ის თავგანწირვა, რომელიც მან გვაჩვენა, ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ქართული დროშებით, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებით რუსთაველზე უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს, მაღლა უნდა ავწიოთ ეს დროშები და ეს გამარჯვება ერთად უნდა ვიზეიმოთ 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
თაგები:
თათია ნიკოლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს