თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყებისა და წინა სემესტრის წარჩინებული მსმენელები დააჯილდოვეს

ავტორი
Frontnews საქართველო
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყებისა და წინა სემესტრის წარჩინებული მსმენელებისა და მათი მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოწვეულ მშობლებსა და ოჯახის წევრებს უმასპინძლა.
აკადემიის მეთაურმა მისასალმებელ სიტყვაში განათლების, ცოდნისა და პროფესიული განვითარების გზაზე ოჯახის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის მეთაურმა წინა სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეული მსმენელები და მათი მშობლები დააჯილდოვა, მიულოცა მათ მიღწეული შედეგები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა აკადემიაში ჩარიცხულ ყველა მაგისტრანტს.
თაგები:
თავდაცვის აკადემია




