Logo

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო
293
Frontnews image description

თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცა. მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა, კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა. ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ: უფროსი ლეიტენანტი შამილ გიგლემიანი, ლეიტენანტი ზურაბ გოგიაშვილი, სერჟანტი ზურაბ ბენდელიანი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული და კაპრალი ზურაბ ლომიძე.

თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედროების გამოვლენა სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით.

პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები