Logo

თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

სამხედრო
139
Frontnews image description

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა 2025 წლის მე-4 კვარტლის თავდაცვის ძალების საუკეთესო  სამხედროებს: უფროს ლეიტენანტებს - არჩილ პაქსაძეს  და ლერი უშხვანს, სერჟანტებს - ნიკოლოზ ბარბაქაძეს და ბექა ჩალიგავას, ასევე კაპრალ გურამ დანელიას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები