Logo

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

სამხედრო
80
Frontnews image description

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა. რაგბის კლუბ "არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი  გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.

თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

Advertisement