
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან სკოლის წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მათი 10-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა ამალ ბაჰადურმა.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ სკოლის თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს