
ავტორი
Front News საქართველო
კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.
მემორანდუმი გაფორმდა თავდაცვის სამინისტროსა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „მამულიშვილთან“, ა(ა)იპ „პასკალი“ რობოტექნიკისა და ელექტროობის სასწავლებელთან, „კემბრიჯ ედუქეიშენ ჰაუსთან“, რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოსთან“ და ანაკლიაში სასტუმრო „თეთრი სახლთან“.
მემორანდუმის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, საშუალება ეძლევათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ აღნიშნული კომპანიების მომსახურებით.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს