თავდაცვის სამინისტრო - წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს.
"ჯარისკაცებმა 6 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ყოველდღიურად იმსახურეს. საბრძოლო ქვედანაყოფში ისინი გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოამზადეს.
წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელსაც თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა სწავლებაში ჩასაფრების, პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურებისა და სანგარ-სავალის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. წვევამდელების მომზადების დონე დადებითად შეფასდა.
2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. უწყება მათ სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტრირების რიცხვი გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს