
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს.
დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა უკვე იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, პნევმატური იარაღიდან და შაშხანიდან სროლაში.
სპორტულ შეჯიბრებებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ბესიკ ნებაძე დაესწრნენ. მათ გამარჯვებული მებრძოლები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.
კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალური და 3 გუნდური შეჯიბრი გაიმართება. დაჭრილი სამხედროები იასპარეზებენ ინდივიდუალურ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, მკლავჭიდი, შტანგა, სროლა პისტოლეტიდან, სროლა შაშხანიდან, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, მშვილდოსნობა, ბირთვის და ბადროს ტყორცნა და გუნდურ სახეობებში: პარარაგბი, პარაკალათბურთი და პარაფრენბურთი.
თაგები:
დაჭრილ მებრძოლთა კვირეული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს