თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო




