
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცა.
პაატა პატიაშვილმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და უწყების სახელით, სამხედროებსა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროცესში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სამედიცინო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლიც აღნიშნა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს