
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების ორგანიზებული საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების, გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სამინისტროს ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა. ბავშვების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ბოლოს მათ თოვლის ბაბუას საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა და მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. საახალწლო ზეიმი უკვე ჩატარდა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს