Logo

თავისუფლების მოედანზე დღევანდელი შეკრებისთვის სცენა მზადდება

პოლიტიკასაზოგადოება
254
Frontnews image description

თავისუფლების მოედანზე დღევანდელი საპროტესტო შეკრებისთვის სცენა მზადდება.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, წაიკითხება დეკლარაცია, რომელსაც მისი თქმით, ქართველი ხალხი მიიღებს.

"დღეს არის დიდგორი, დღეს საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გამოდით ყველა გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი. 

დღეს უამრავი ხალხი გამოვა. ყველა დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავთავისუფლდებით ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმისგან. 

ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღეს დაგეგმილ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოქალაქეებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

Advertisement