თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება

ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს - თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი, ხოლო ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა.
აღნიშნული პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე მიაწოდა.
„თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
რაც შეეხება ბეთანიის სათხილამურო კურორტს, გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობით და 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.
„ბეთანიის სათხილამურო კურორტით ისარგებლებენ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ტურისტები. კურორტი იქნება ოთხსეზონიანი. ინფრასტრუქტურას იმგვარად განვავითარებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასის სიგრძე 500 მ-ია, თუმცა, უფრო გავაფართოებთ. უახლოეს მომავალში დეტალური კონცეფცია გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
თაგები:
გიორგი ტყემალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


