თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა, მოწვეულ სტუმრებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, საკლასო ოთახები, STEM აუდიტორია დაათვალიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მოსწავლეთა ლიტერატურულ ნამუშევრებსა და ნახატებს გაეცნო. გივი მიქანაძე ასევე დაესწრო მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ თეატრალურ წარმოდგენას.
ღონისძიება სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრების, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, სასულიერო პირები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
თაგები:
გივი მიქანაძე




