თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხებში მრჩევლებს - ჰაქან ბეჯელსა და ნეჯმეთინ თეთიქს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თაგები:
ვაჟა სირაძე




