Logo

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა

სამართალი
193
Frontnews
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.

"მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის სამსახურში გავატარე, თუკი რამე მომხდარა ქვეყანაში, ყველგან წინა ხაზზე ვიყავი, მშვიდობიანი ფრონტი იყო თუ შეიარაღებული. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ რამეს გამოვაკლდი ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში. მე შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი მინდა? უბრალოდ მკრეხელობაა. მაბრალებენ იმას, რაც არის ტყუილი, მე თვითონ ვამბობ, რომ ტყუილია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები