თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის პროცესის მიმდინარეობისას, ხმაური და დაპირისპირება იყო


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკავებული გიორგი მინდაძის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის.
მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების ხმაური მოჰყვა.
21 წლის გიორგი მინდაძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა.
თაგები:
გიორგი მინდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს