
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კომისია კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. განსახლების ყველა პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
პარალელურად, დასკვნით ფაზაშია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
ამ ეტაპზე სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. იძულებით გადაადგილებულ 1600-ზე მეტ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს