თბილისში 25 წლის ახალგაზრდა ძმის ქორწილში მოკლეს

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში 25 წლის ახალგაზრდა ძმის ქორწილში მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქორწილში დაწყებული დაპირისპირების მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულის შესახებ ინფორმაციას შსს ჯერ არ ადასტურებს.





