თბილისში 5 პირი დააკავეს, რომლებმაც მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი გასტაცეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს, მას პირადი ნივთები, მათ შორის, ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულების სახით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების მიერ ძარცვის შედეგად დაუფლებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





