თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მესამე კურსის სტუდენტია. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
რაც შეეხება თავდამსხმელს, როგორც ცნობილია, მან მიმალვა მოასწრო.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





