Logo

თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალი
153
Frontnews
თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

"დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი მანქანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები