Logo

თბილისში ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალი
143
Frontnews
თბილისში ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები