
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი გასტაცეს.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. და შ.ჩ. ცხელ კვალზე ბრალდებულების სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 თავისუფლების წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს