Logo

თბილისში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი 12 წლის შვილი

შემთხვევა
336
Frontnews image description

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან - ცოლ-ქმარი და მათი 12 წლის შვილი. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მათივე საცხოვრებელი კორპუსიდან, 22-ე სართულიდან ვარდნა გახდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, ქალს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული ცივი იარაღით მთელ სხეულზე. ადგილობრივებს ყვირილისა და ბრახუნის ხმაც ესმოდათ.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულები. 

Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება. ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

თაგები:

ცხედრები
Advertisement