თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოეწყო.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ჯარიმების გადახდა, გასაჩივრება, 112-ის საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა.
სიახლე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც განახორციელებს შესაბამის პროექტებს.





