Logo

თბილისში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც იარაღის მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მობილური ტელეფონები წაართვა

სამართალი
150
Frontnews
თბილისში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც იარაღის მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მობილური ტელეფონები წაართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები