თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია

ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე.
"განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები.
აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.





