
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
“გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ – ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე ვთქვით, რომ აღნიშნული სამუშაოები ფერდის დანარჩენ ნაწილშიც განხორციელდებოდა. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
თაგები:
გზა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს