
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დეკანოზმა ამირან მოდებაძემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს