ჭიათურაში დაკავებულ მაღაროელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში დაკავებულ ოთხივე მაღაროელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.
ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 28 აპრილს დააკავეს.
მათ შსს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკურ დაპირისპირებას ედავება.
თაგები:
მაღაროელები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს