
ავტორი
Front News საქართველო




ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და მწიგნობარის სოლომონ ლიონიძის ნივთების გამოფენა გაიმართა.
მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სოლომონ ლიონიძის უნიკალური პირადი ნივთები: ფრანგული ჭურჭელი, ხმლები, ერეკლე მეფის მიერ ნაჩუქარი ხატი, საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუსიკალური საკრავი “ციტრა“.
პრეზენტაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილე გიორგი ბიწაძე, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სოლომონ ლიონიძის შთამომავლები, რომელთა ოჯახშიც ინახებოდა დიდი წინაპრის პირადი ნივთები.
სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობაზე და მის კავშირზე ჭიათურასთან, კერძოდ სოფელ კაცხთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარმა ლია ხარაიძემ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ინგა მაჭარაშვილმა ისაუბრეს.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება მსურველებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს