
ავტორი
Front News საქართველო



ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თეატრში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მივიდა და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის მოადგილე დავით ბიწაძესთან, თეატრის დირექტორ ნანა წერეთელთან, სამხატვრო ხელმძღვანელ დავით ნიკოლაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
თეატრის რეაბილიტაცია,რომლის ღირებულება 13.660 231 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდიდან განხორციელდება.
ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბის და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას, აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს, დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებს.
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.
თეატრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული პროექტი საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით კულტურის ცენტრის დარბაზში გამართავს.
თაგები:
ჭიათურის თეატრი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს