თედ ჯონასი - ეს საერთოდ არ არის სასამართლო, ამას ჩემი გამოუძიებელი საქმე ცხადყოფს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ სასამართლო ჰყავს, ეს საერთოდ არ არის სასამართლო. ამას ჩემი გამოუძიებელი საქმე ცხადყოფს, - ამის შესახებ ამერიკელმა იურისტმა თედ ჯონასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დროს მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"რაც მე დამემართა, ის ამ ქვეყანაში ასობით ადამიანს დაემართა. ჩემს საქმეზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვითხოვ, მე ორმაგი მოქალაქე ვარ საქართველოსა და შეერთებული შტატების, აქ ვცხოვრობ 30 წელია და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვმუშაობ, როგორც იურისტი.
11 ადამიანთან ერთად გამაჩერეს მიკროავტობუსში დარბევის ღამეს. მე შედარებით უკეთ მექცეოდნენ, ვიდრე მათ.
ამ პროცესებს, რასაც სამართალდამცველები და სასამართლო აწარმოებს, არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ჩემს საქმეზე სასამართლო არც კი ჩატარებულა. ეს პროცესი ხუმრობა იყო. სირცხვილია, ტყუის ყველა - მოსამართლეებიც, მოწმეებიც და პოლიციელებიც.
მე თავს დამესხნენ სპეცრაზმელები და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამის ამსახველი ვიდეო არსებობს.
"ქართული ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ სასამართლო ჰყავს, ეს საერთოდ არ არის სასამართლო. ამას ჩემი გამოუძიებელი საქმე ცხადყოფს", - განაცხადა ჯონასმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აშშ-ის და საქართველოს მოქალაქე თედ ჯონასი მის მიმართ აქციის დროს განხორციელებული ძალადობის გამო, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია დაიცავს.
თაგები:
თედ ჯონასი