ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
ტეხასის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვია.
ოფიციალური პირების განმარტებით, ყველაზე დიდი ზიანი კერის ოლქს მიადგა, სადაც 43 ადამიანი დაიღუპა და 27 მოზარდი კვლავ დაკარგულად ითვლება. ისინი მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა.
წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა კიდევ რამდენიმე ოლქში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დრომდე ასობით მაშველია მობილიზებული დაკარგული ადამიანების საძებნელად. მათ 850 ადამიანი გადაარჩინეს. სამძებრო ჯგუფები იყენებენ ძაღლებს, დრონებს და თვითმფრინავებს. კერის ოლქის შერიფის თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველას არ იპოვიან.
წყალდიდობა 4 ივლისს დილით დაიწყო. უხვი ნალექის შედეგად წყალი სწრაფად გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა ბანაკის ადგილები, გზები და საცხოვრებელი ადგილები. წყლის დონემ სულ რაღაც 45 წუთში 8 მეტრს, ზოგიერთ ადგილას კი თითქმის 9 მეტრს მიაღწია.
ამ დროისთვის წვიმა გრძელდება და ზოგიერთ რაიონში წყლის დონე კვლავ იზრდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს