თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

ავტორი
Front News საქართველო
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.
შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.





