Logo

თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლის ქალი დააყაჩაღეს - წაღებულია 7000 ლარამდე ფული და ოქროულობა

სამართალი
238
Frontnews
თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლის ქალი დააყაჩაღეს - წაღებულია 7000 ლარამდე ფული და ოქროულობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლის ქალი დააყაჩაღეს.

დაზარალებულის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

მძარცველებმა ქალს ფულისა და ძვირფასეულობის შესანახი ადგილი იძულებით ათქმევინეს და ადგილიდან 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროულობა წაიღეს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები